ამსტრონგი vs ბარისოლი
ჭერის შერჩევისას ხშირად დგება საკითხი: რომელი ჯობია - ტრადიციული ამსტრონგის შეკიდული ჭერი თუ თანამედროვე ბარისოლის გასაჭიმი ჭერი? ორივეს აქვს თავისი დანიშნულება და ადგილი.
ამსტრონგი
ბარისოლი
დეტალური შედარება
| მახასიათებელი | ამსტრონგი (Armstrong) | ბარისოლი (Barrisol) |
|---|---|---|
| გამოყენების ადგილი | ძირითადად ოფისები, მაღაზიები | სახლი, ბინა, ოფისი, აუზი |
| წყალგამძლეობა | ფუჭდება და ყვითლდება | 100% წყალგამძლე |
| მონტაჟის დრო | 1-2 დღე | 3-4 საათი |
| ვიზუალი | დაყოფილია კვადრატებად | იდეალურად გლუვი და მთლიანი |
| სიმაღლის დაკარგვა | მინიმუმ 15-20 სმ | მხოლოდ 3-5 სმ |
1. ამსტრონგის ჭერი
ამსტრონგი არის მინერალური ბოჭკოს ფილებისგან შემდგარი სისტემა, რომელიც ლაგდება რკინის კარკასში. ის იდეალურია ოფისებისთვის, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება ფილის აწევა და უკან არსებულ კომუნიკაციებთან (სადენებთან) მიღწევა. თუმცა, საცხოვრებელ სახლში ის "ოფისურ" და ცივ გარემოს ქმნის.
2. ბარისოლის ჭერი
ბარისოლი არის PVC მასალა, რომელიც იჭიმება და ქმნის იდეალურად სწორ ზედაპირს. ის არ იყოფა სეგმენტებად (როგორც ამსტრონგი) და გამოიყურება როგორც ჩვეულებრივი, იდეალურად შეღებილი ჭერი. მისი მთავარი პლიუსი წყალგამძლეობა და სიმაღლის შენარჩუნებაა.
ფასი და ღირებულება
ამსტრონგი: შედარებით იაფია (20-35 ლარი), მაგრამ მოითხოვს კარკასის აწყობას და დროს.
ბარისოლი: ფასი იწყება 24 ლარიდან (თეთრი), მაგრამ მონტაჟდება 3 საათში და არ სჭირდება დამატებითი მასალები (შპაკლი, საღებავი).
ვერ გადაწყვიტეთ?
დაგვიკავშირდით და ჩვენი დიზაინერი დაგეხმარებათ არჩევანში თქვენი ობიექტის მიხედვით.
დაგვირეკეთ: 597 06 42 96